უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ ამ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნია მოუწოდებს საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.
„ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება. ამდენად, მთავარი გადაწყვეტა ისევ და ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ზოგადად დაძაბული საზოგადოებრივი ფონისა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე. დღეს ქვეყანაში უკვე მობილიზებულია მილიონი დოზა „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინის. ორივე ამ ვაქცინის ეფექტურობა ძალიან მაღალია ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის თავიდან აცილების კუთხით, რაც არის ჩვენი მთავარი მიზანი, რომ თავიდან ავიცილოთ.
ასევე უახლოეს დღეებში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა და ექნება მოსახლეობას საშუალება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუკი მისთვის ეს არჩევანი უპირატესია. თუმცა დღეს არსებული ყველა ვაქცინის - „სინოფარმის", „სინოვაკის" ეფექტურობა დადასტურებულია. თითოეული დღის დაკარგვა კრიტიკულია, შემთხვევების რაოდენობა იმატებს. ამდენად, მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
წყარო : ინტერპრესნიუსი
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.