ბელგია საქართველოს კორონავირუსის ვაქცინას გადმოსცემს. ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბელგია სხვა ქვეყნებისთვის წლის ბოლომდე სულ ვაქცინის ოთხი მილიონი დოზის გამოყოფას გეგმავს.
პირველ ეტაპზე, ვაქცინის 168 ათას დოზას მიიღებს უკრაინა, შემდეგ 225 ათასზე მეტ დოზას მიიღებენ საქართველო, სომხეთი და კოსოვო.
ბელგია ასევე ვაქცინების აღმოსავლეთ ევროპისა და აფრიკის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას გეგმავს.
„ეს დონაცია არის პანდემიის დასამარცხებლად, და გლობალური ვაქცინაციის დასაჩქარებლად ჩვენი ევროპული თანამშრომლობის მაგალითი“, – განაცხადა ბელგიის თანამშრომლობის განვითარების მინისტრმა, მერიამ კიტირმა.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.