სპეციალისტები ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების შესახებ საუბრობენ და მოქალაქეებს, რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. ისინი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.
"მოგეხსენებათ, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ნამდვილად ცუდია. ამდენად, რეგულაციების შემოღება ვფიქრობ, რომ აუცილებელი იყო. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, რომ აუცილებელია პირბადე, დისტანცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება და ვაქცინაცია," - აცხადებს მარინა ენდელაძემ.
პროფესორი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ აცრის მიუხედავად, მოქალაქეებმა რეგულაციები მაინც უნდა დაიცვან.
"ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ვაქცინა უეჭველად აუცილებელია, მის გარეშე არ შეიძლება. ვაქცინაში არის ხსნა, მაგრამ ვაქცინაცია არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნიღბის გარეშე ვიაროთ და უგულებელვყოთ ის რეკომენდაციები, რომელიც ზოგადად არსებობს," - აცხადებს პროფესორი, ჩაჩავას კლინიკის გინეკოლოგიური სექტორის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ კინტრაია.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.