დაბა ნასაკირალში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

დაბა ნასაკირალში ახალი საჯარო სკოლა აშენდა

  • 2021-08-20 10:18:00

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში 600 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა აშენდა. სკოლის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდა და სამუშაოების ღირებულებამ 7 022 440 ლარი შეადგინა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მსგავსი პოსტები