თორნიკე რიჟვაძე: სხვადასხვა უწყებებისგან შემდგარი სამთავრობო შტაბი მუდმივ რეჟიმში მუშაობს

თორნიკე რიჟვაძე: სხვადასხვა უწყებებისგან შემდგარი სამთავრობო შტაბი მუდმივ რეჟიმში მუშაობს

  • 2020-11-05 12:35:14

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს კორონა ვირუსთან დაკავშირებით რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 355 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გამოვლინდა 416 ინფიცირების ახალი შემთხვევა. სექტემბრის თვეში, ჯამში 1800 ზე მეტმა პირმა დაამარცხა კორონა ვირუსი.

სხვადასხვა უწყებებისგან შემდგარი სამთავრობო შტაბი, მუდმივ რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა ყველა ადეკვატური მოთხოვნა იყოს დაკმაყოფილებული. ხდება პროფესიონალ კლინიცისტების ჯგუფის გამოცდილების გაზიარება კლინიკური მართვის ნაწილში.

მსგავსი პოსტები