დაწყებულია ქვიშხეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა

დაწყებულია ქვიშხეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა

  • 2021-09-10 14:18:49

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 5 ხიდის, 5 გვირაბის მშენებლობა და 1 ხიდის რეაბილიტაცია. მათ შორისაა საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური გვირაბი იქნება.

ამჟამად არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო ახალი გზის სიგრძე 23 კმ იქნება, რაც მანძილს 11 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 1 საათით შეამცირებს.

ამასთან, ტრანზიტული გადაზიდვები აღარ განხორციელდება კურორტ გუდაურის გავლით.

გვირაბის მშენებლობისათვის სპეციალურად დამზადდა გვირაბგამყვანი საბურღი მანქანა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ სამუშაო პროცესში მისი ვიბრაცია მინიმალურია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამშენებლო პროცესს და გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას. დანადგარი გამოირჩევა იმითაც, რომ ბურღვის პროცესში აწარმოებს გვირაბის მოპირკეთების სამუშაოსაც.

რთული კლიმატური პირობების გამო ადგილობრივ მოსახლეობას თვეების განმავლობაში არა აქვს სამედიცინო თუ სხვა სოციალური მომსახურების მიღების საშუალება.

ქვეშეთი-კობის ახალი გზით უსაფრთხოდ გადაადგილება ყველა ტიპის ავტომობილისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს გახდება შესაძლებელი.

მსგავსი პოსტები