ძუძუთი კვება და ახალშობილზე ზრუნვა COVID-19-ის დროს

ძუძუთი კვება და ახალშობილზე ზრუნვა COVID-19-ის დროს

  • 2020-11-15 22:27:51

რეკომენდაციები მეძუძური დედებისთვის

- გაითვალისწინეთ, უსაფრთხოების ზომების მიღებისას ინფექციის გადაცემის რისკი დედიდან ახალშობილზე მინიმალურია.

მეძუძურ დედებს, COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევაში, შეუძლიათ ახალშობილების ძუძუთი კვება. ამისათვის მნიშვნელოვანია:

- დაიცავით სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ბავშვის ძუძუთი კვებისას: დაიბანეთ ხელები ჩვილთან შეხებამდე და შეხების შემდეგ; ძუძუს წოვის დროს გაიკეთეთ პირბადე

- ატარეთ პირბადე ახალშობილთან 1 მეტრზე ნაკლებ დისტანციაზე ყოფნისას

- რუტინულად გაასუფთავეთ ხშირად შეხებადი ზედაპირები

- ახალშობილზე ზრუნვისას დაიხმარეთ ისეთი ადამიანი, რომელიც
არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს. დამხმარე ადამიანმა უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენა, რესპირაციული ეტიკეტი და პირბადის გამოყენების წესები.

- არსებული მტკიცებულებებით, COVID-19 დედის რძით არ გადადის. გახსოვდეთ, დედის რძე იცავს ბავშვს უამრავი დაავადებებისაგან და საუკეთესო საკვებია ბავშვისათვის.

მსგავსი პოსტები