ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ფაიზერით“ იქნება შესაძლებელი

ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ფაიზერით“ იქნება შესაძლებელი

  • 2021-10-08 12:46:35

ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლის ჩათვლით ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია „ფაიზერით“ იქნება შესაძლებელი.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!

მსგავსი პოსტები