წესი- ურავის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია

წესი- ურავის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია

  • 2021-10-19 12:03:53

წესი- ურავის რეაბილიტირებული საავტომობილო გზა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

პროექტის შესაბამისად გზის 14 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყო ასფალტის საფარი, განხორციელდა 7 ხიდის რეაბილიტაცია, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა, ავტობუსების გაჩერებების მოწესრიგება და სხვა დამატებითი სამუშაოები.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 19 671 177 ლარია.

წესი-ურავის საავტომობილო გზა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ მონაკვეთს წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტის შედეგად ლიხეთის თემში შემავალი სოფლები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ასფალტირებული გზით სარგებლობენ.

მსგავსი პოსტები