ქალაქ გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო

ქალაქ გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო

  • 2021-10-23 12:26:24

ქალაქ გურჯაანში მიუსაფარი, შინაური ცხოველების მართვის კახეთის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ ფუნქციონირება დაიწყო.

სააგენტო პარლამენტის წევრმა დავით სონღულაშვილმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა გახსნეს.

შემოღობილ ტერიტორიაზე განთავსებულია ადმინისტრაციული და კარანტინის შენობები, ვეტერინარული კლინიკა, ლაბორატორია და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.

მიუსაფარ ცხოველთა მართვის რეგიონულ სააგენტოში იმუშავებს 24-საათიანი „ქოლცენტრი“, რომლის მეშვეობით მოხდება გამოძახება ცხოველთა გადასაყვანად. სტერილიზაციის გარდა, მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის სააგენტოს ფუნქციებში შევა - ცხოველის პატრონის დადგენა ან ახლის მოძიება. ასევე, ცხოველთა ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის წარმოება.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. ინტერმუნიციპალური მიუსაფარ ცხოველთა კახეთის სააგენტოს ასაშენებლად 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

24 საათიანი ცხელი ხაზის ამოქმედებამდე, საჭიროების შემთხვევაში, საკონტაკტო ნომრები: (0353) 22 12 23; (0353) 22 00 04.

მსგავსი პოსტები