ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლეღვანში იმყოფებოდა, სადაც მდინარე ლეღვნურაზე, ახალი ხიდის კონსტრუქციის დადგმა- დამონტაჟების სამუშაოები დაათვალიერა

ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლეღვანში იმყოფებოდა, სადაც მდინარე ლეღვნურაზე, ახალი ხიდის კონსტრუქციის დადგმა- დამონტაჟების სამუშაოები დაათვალიერა

  • 2021-10-25 13:17:19

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ლეღვანში იმყოფებოდა, სადაც მდინარე ლეღვნურაზე, ახალი ხიდის კონსტრუქციის დადგმა- დამონტაჟების სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოხდა მზა მალის ნაშენის ტრანსპორტირება და მოწყობა არსებულ ბურჯებზე.

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი

,,აღნიშნულ ადგილზე იყო ხიდი, რომელიც უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა რამდენჯერმე დააზიანა, რის შემდეგაც ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიგეგმა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ბევრი შეჩერებული პროექტი გაცოცხლდა, მათ შორის არის ამ ხიდის მშენებლობაც.

რომ არა ალტერნატიული გზა ,კიბაბოურის უბანი, საერთოდ მოწყვეტილი იყო ცენტრს. არსებობდა ობიექტური გარემოებები და ჩვენგან დამოუკიდებელი მიზები, რამაც გამოიწვია სამუშაოების დაგვიანება, რისთვისაც ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას.

მუნიციპალიტეტის მერი თავის გუნდთან ერთად ძალიან ბევრ პროცედურულ საკითხზე მუშაობს, რომ ეს პროექტები განხორციელდეს.

დღეს სახეზე გვაქვს აქტიური სამუშაო პროცესი, რომელსაც მოსახლეობა თავად ხედავს. პროექტი მალე დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ საიმედო ხიდით ისარგებლონ.

მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის ხარაგაულმა მილიონ 200 ათასი ლარი მიიღო.

,,ამ პროცესებში მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ჩართული იყო მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ეტაპობრივად მოხდა სტიქიის სალიკვიდაციო თანხით დაგეგმილი პროექტების განხორციელება.

ჩვენ ლეღვნის თემში ანალოგიური პრობლემა გვაქვს ასევე სოფელ დიდვაკეში, სადაც სტიქიის შედეგად გართულებული მდინარის ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა. მოხდება ახალი თანხების მოძიება, რომლითაც ამ პრობლემას მოვაგვარებთ" - განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა.

პროექტის ღირებულება 349 349 ლარია.

ლეღვანში პროექტის დასრულების შემდეგ, კიბაბოურის უბნის მოსახლეობა კომფორტული გადასასვლელით ისარგებლებს.

მსგავსი პოსტები