ვაქცინაციის მარათონი საჩხერეში არგვეთისა და კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

ვაქცინაციის მარათონი საჩხერეში არგვეთისა და კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა

  • 2021-10-26 13:21:34

ვაქცინაციის მარათონი საჩხერეში არგვეთისა და კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა! მარათონი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

25 ოქტომბერს კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში კარ-დაკარის პრინიციპით მობილურ ბრიგადასთან ერთად, იმ მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდა, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილების საშუალება არ ჰქონდათ.

26-29 ოქტომბერს კი, მარათონის ფარგლებში, კორბოულისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია მოხდა. ვაქცინაციის პუნქტები მოწყობილი იყო სოფელ კორბოულის ამბულატორიასა და სოფელ არგვეთის საჯარო სკოლაში. აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობის ტრანსპორტირება მოხდა საჩხერის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ჩართულობით და არცერთ მოქალაქეს, ამ მხრივ, გადაადგილების პრობლემა არ შეჰქმნია.

მსგავსი პოსტები