ზესტაფონის მერიის დაკვეთით, ქვედა საზანოში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, ქვედა საზანოში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  • 2021-10-25 13:23:40

ზესტაფონის მერიის დაკვეთით, ქვედა საზანოში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ ქვედა საზანოში, აბესაძე - ჭანტურიძეების საუბნო გზაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით ეწყობა, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 300 - ზე მეტი ოჯახი სარგებლობს.

მიმდინარე სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ დაათვალიერა და ადგილობრივებს შეხვდა.

"ქვედა საზანოს გზის რეაბილიტაცია, მნიშვნელოვანი პროექტია ადგილობრივებისთვის, საავტომობილო გზა, მოსახლეობას რამდენიმე უბანთან, ასევე, ორ სოფელთან, ზოვრეთსა და შიმშილაქედთან აკავშირებს. მას შემდეგ რაც გზის რეაბილიტაცია დასრულდება, მოსახლეობა დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებს, როგორც სხვა სოფლებთან, ასევე ქალაქის ცენტრთან დაკავშირებას", - გიორგი გოგლიჩიძე

გზის რეაბილიტაცია, რეგიონული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სატენდერო ვალდებულებით, გზის აღდგენის სამუშაოებს შპს " ალპედე" ახორციელებს.

მსგავსი პოსტები