ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იწყება

ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იწყება

  • 2021-10-25 13:24:31

ქალაქის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იწყება

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი დასრულებულია, ცენტრალური პარკის კეთილმოწყობას „გლობალ სტანდარტმშენი“ განახორციელებს. პარკის განახლების სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. ქალაქის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

პროექტის ფარგლებში, კულტურისა და დასვენების პარკში არსებული ფილები, თანამედროვე ქვაფენილით შეიცვლება, მოეწყობა ახალი ბორდიურები;

განახლდება განათების სისტემა. დამონტაჟდება ახალი, თანამედროვე ტიპის ლამპიონები; ძველი სკამების ნაცვლად განთავსდება დეკორატიული სკამები. განახლდება, სანაგვე ურნები.

სრულად დაიტვირთება პარკში არსებული აუთვისებელი ტერიტორიები. მოეწყობა კომბინირებული მინის სტადიონი და სკეიტბორდის მოედანი.

კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია, საქართველოს რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.

მსგავსი პოსტები