სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კამპანია ,,აცრის მარათონი“ გრძელდება

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კამპანია ,,აცრის მარათონი“ გრძელდება

  • 2021-10-23 15:43:34

სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში კამპანია ,,აცრის მარათონი“ გრძელდება. .

დღეს საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ეკატერინე გუჯაბიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ და ვაქცინაციის აუცილებელობის შესახებ ესაუბრნენ.

მარათონი შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება და

პროექტის ფარგლებში მოსახლეობას საშუალება ექნება მიიღოს კვალიფიციური ინფორმაცია იმუნიზაციის შესახებ.

დღეს სუფსაში ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა ვაქცინაციის ჩატარების სურვილი, რამდენიმე ოჯახშიც აიცრა. იმუნიზაციის პროცესი ადგილზე კვლავაც გაგრძელდება.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვახო გველებიანი, დაავადებათა კონტროლის გურიის რეგიონული განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების ეპიდემიოლოგი, წითელი ჯვრის ლანჩხუთის წარმომადგენელი და ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო მენაღარიშვილი ესწრებოდნენ.

მსგავსი პოსტები