ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ორგანიზებით რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ექიმებისა და ექთნებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ორგანიზებით რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ექიმებისა და ექთნებისთვის ტრეინინგი ჩატარდა

  • 2021-11-24 12:23:47

„COVID-19-ის მართვა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში”-ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ორგანიზებით რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის ექიმებისა და ექთნებისთვის ტრეინინგი ჩატარდა.

შეხვედრაზე მხარეებმა კოვიდრეანიმაციის ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორებიცაა:

ვენტილაციის სტრატეგიები რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს.

ინფექციის კონტროლი, ანტიმიკრობული თერაპია და ანტიმიკრობული რეზისტენტობა რეანიმაციულ განყოფილებაში.

ინტრავასკულარული მოწყობილობების გამოყენება ინტენსიური თერაპიის პრაქტიკაში.

ტრენინგს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტი ექიმი კნუტ ტაქსბრო გაუძღვა.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები