ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანს კლუგეს განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანს კლუგეს განცხადება

  • 2020-11-19 20:54:55

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანს კლუგეს განცხადებით ევროპაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში, COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18% -ით გაიზარდა. გასულ კვირას ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების 29 000 შემთხვევა დადასტურდა.

"მხარს ვუჭერ პოზიციას, რომ "ლოკდაუნი" უკანასკნელი ზომაა. ნიღბის გამოყენება არ არის პანაცეა, მაგრამ სხვა ზომებთან ერთად, თუ ნიღბის ტარების 95% -ს მივაღწევთ , "ლოკდაუნები" აღარ იქნება საჭირო",- განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.

აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსი" ავრცელებს

მსგავსი პოსტები