ზურაბ აზარაშვილი: “ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

ზურაბ აზარაშვილი: “ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს

  • 2022-01-26 12:17:21

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე „ფაიზერის“ ვაქცინის 500 000-ზე მეტი დოზის მარაგია.

მისივე თქმით, დამატებით დოზებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„ფაიზერს“ რაც შეეხება, ჩვენ ადგილზე გვაქვს 500 000-ზე მეტი დოზა. სხვა ვაქცინები კიდევ მილიონ-ნახევრის ფარგლებში. რაც დავგეგმეთ, არის ის, რომ მიმდინარე კვირის ბოლოდან, იმ რეგიონებში, სადაც ნაკლებად იყო ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, ჩვენი 30-დან 40-მდე მობილური ჯგუფი გავა სხვადასხვა რეგიონში და ადგილზე შესთავაზებს მოსახლეობას ვაქცინაციას. ასევე, ვიწყებთ აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიას ამასთან დაკავშირებით. კარგად მოხდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციას და იცით, რომ დამატებით ვაქცინაციაზე დავიწყეთ სამოტივაციო სისტემაც – 200 ლარს ვიხდით 50 წელს ზევით ვაქცინირებულებისთვის და მესამე დოზის შემთხვევაში – 100 ლარს. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ვფიქრობთ, 500 000 დოზა „ფაიზერის“ გახარჯვის საშუალებას მოგვცემს, პარალელურად, სხვა ვაქცინების. ეს არის, რაც დავგეგმეთ მასიური კომუნიკაციის და ადგილზე ჩასვლის კუთხით, ისე ყოველდღიურად 7-დან 8 ათასამდე ისედაც კეთდება. მოლაპარაკება ახალ პარტიაზე „ფაიზერთან“ დაწყებული გვაქვს და შეთანხმებიდან 4 -6 კვირის განმავლობაში ჩამოვა”, – განაცხადა აზარაშვილმა.

მსგავსი პოსტები