საქართველოში 12-17 წლის 13 000-ზე მეტი მოზარდია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი

საქართველოში 12-17 წლის 13 000-ზე მეტი მოზარდია კორონავირუსზე ორჯერადად აცრილი

  • 2022-01-30 12:50:07

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში, 12-15 წლის მოზარდებში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 898 (2.20%) ადამიანი, სრულად აცრილია 2 737 (1.54%).

16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 424 (15.32%), სრულად კი, აცრილია 10 840 (13,37%).

24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 156-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 710 914 აცრა გაკეთდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი - 24 მაისიდან.

წყარო: TV იმედი

მსგავსი პოსტები