ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა,რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა.
მხარეებმა ფარმაცევტული მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებები, წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები და სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი შეეხო თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების მედიკამენტების შემოტანას, რაც სამკურნალო საშუალებების ღირებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო პირველადი ჯანდაცვის რეფორმასაც, რომელიც დაავადების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა და სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
2022-02-11 11:55:53
2022-02-12 12:15:48
2022-02-15 12:10:15
2022-02-11 10:50:36
2022-02-14 14:50:42
2022-02-14 14:55:02
ვებ გვერდის მიზანია COVID-19-ის გავრცელებით გამოწვეული პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად საქართველოს მუნიციპალიტეტებში განხორციელებული ღონისძიებების და ინიციატივების, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ვებ-გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADC) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით. ვებ-გვერდში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ ასახავდეს ზემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებებს.
© 2020 საავტორო უფლებები დაცულია. ადგილობრივი და რეგიონული განვითრების მხარდაჭერა საქართველოში.