ჯანდაცვის სამინისტროში საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია განიხილეს

  • 2022-02-02 19:30:11

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებმა, თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორ კატარინა ბიორლინ ჰანსენთან ონლაინ შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ისაუბრეს სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის დადებულ მემორანდუმზე, რომელიც საექთნო და სამეანო საქმიანობის ლიცენზირებას, სტანდარტების ამაღლებას, ექთნებისა და ბებიაქალების უნარების განვითარებასა და საექთნო საქმიანობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

თამარ გაბუნიამ კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას გენდერის და ეკონომიკური ინკლუზიის პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში მარიამ ქობალიაც ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია 2019 წლის ივლისში მთავრობის მიერ დამტკიცდა.

მსგავსი პოსტები