საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია სოფელ ცხემლისხიდში

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია სოფელ ცხემლისხიდში

  • 2022-01-25 15:23:13

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას პანდემიის მართვის განახლებული გეგმა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გააცნეს, ასევე, არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მუნიციპალიტეტში მოქმედი იმუნიზაციის ცენტრებზე მიაწოდეს მათ ინფორმაცია. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა გრძელდება 2022 წლის იანვარშიც. წამახალისებელი პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ორ ეტაპად ჩაერიცხება ვაქცინირებულ პირს.

შეხვედრა კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.

მსგავსი პოსტები