კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის  შეჯიბრებას მასპინძლობს

კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის შეჯიბრებას მასპინძლობს

  • 2022-02-09 11:43:11

სვანეთი, კურორტი თეთნულდი “ფრირაიდის“ მსოფლიო ტურის საკვალიფიკაციო შეჯიბრებას მასპინძლობს.

საკვალიფიკაციო ეტაპში 120-მდე სპორტსმენი მონაწილეობს საქართველოდან და მსოფლიოს 20 ქვეყნიდან. მათ შორის: საფრანგეთიდან, გერმანიიდან, შვედეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა.

ღონისძიების მაღალი სტანდარტით ჩატარება წარმოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით, გაზრდის საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების ცნობადობას და უფრო მიმზიდველს გახდის ადგილობრივი და უცხოელი დამსვენებლებისა და ინვესტორებისთვის. აღნიშნული კი, ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და შესაბამისი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

მსგავსი პოსტები