კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

  • 2020-10-11 15:50:45

კაჭრეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

ცენტრის შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობი და პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.

ადმინისტრაციული შენობების გახსნას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან ავთანდილ თალაკვაძესთან და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ირაკლი შიოშვილთან ერთად დაესწრო.

პროექტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად განახორციელა, რაზეც 120 000 ლარამდე დაიხარჯა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა აშენდა ქალაქ გურჯაანშიც.

მსგავსი პოსტები