აჭარის რეგიონსა და ათ ქალაქში პირველი სემესტრის დარულებამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

აჭარის რეგიონსა და ათ ქალაქში პირველი სემესტრის დარულებამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

  • 2020-11-24 17:56:04

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონსა და ათ ქალაქში 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ისე, კერძო სკოლებში, სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

„ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში“,- აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

მსგავსი პოსტები