დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მეცხოველეობის განვითარების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მეცხოველეობის განვითარების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • 2020-11-25 17:30:29

კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა (REC Caucasus) და დმანისის მერიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა შეხვედრა, სადაც კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრსა (REC Caucasus) და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა სოფიკო ახობაძემ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

პროექტის ამოცანაა დაეხმაროს საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევაში, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით.

პროექტით გათვალისწინებული ქმედებების ეფექტური აღსრულების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მისაღწევად, დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის მეთოდების დანერგვაზე ორიენტირებული ღონისძიებების საგეგმო დოკუმენტების (საძოვრების მართვის გეგმის (სტრატეგიული და საოპერაციო) შემუშავება მონაწილეობითი მიდგომით დმანისის მუნიციპალიტეტისთვის და სხვ.) შემუშავების პროცესში საპროექტო გუნდი მჭიდროდ ითანამშრომლებს მუნიციპალიტეტის მერიასთან და მის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და ამ მიზნით ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში (მერიასთან არსებული) სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებას და მის ფუნქციონირებას.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

პროექტი ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. მას ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). მისი აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

პროექტი მოიცავს 4 კომპონენტს:

1. მარეგულირებელი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაძლიერება საძოვრების მდგრადი მართვის პრაქტიკის გასაძლიერებლად საქართველოში;

2. საძოვრების მართვის მდგრადი პრაქტიკების დემონსტრირება და წარმატებული მიდგომების ფართოდ გავრცელება;

3. მთავარი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება და ცნობიერების ამაღლება, საძოვრების მდგრადი მართვისა და მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის უზრუნველყოფის მიზნით;

4. ცოდნის ეფექტური მართვა, რისკზე დაფუძნებული მენეჯმენტის, მონიტორინგისა და შეფასების მეშვეობით აღნიშნული მიზნის მიღწევისთვის.

მსგავსი პოსტები