სანიაღვრე არხის მოწყობა სოფელ ბოლნისში

სანიაღვრე არხის მოწყობა სოფელ ბოლნისში

  • 2020-11-25 18:36:20

სოფელ ბოლნისში სანიაღვრე არხის მოწყობა მიმდინარეობს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, სოფელ ბოლნისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა, ხმათა უმრავლესობით, სოფელში სანიაღვრე არხის მოწყობა მოითხოვეს.

მოსახლეობის თხოვნის შესაბამისად, სოფელში 120 გრძივი მეტრის სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის 20,650 ლარია გამოყოფილი. პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ ბოლნისში სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა.

მსგავსი პოსტები