ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მერჯევში

ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ მერჯევში

  • 2020-11-26 12:45:02

სოფელ მერჯევში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. ბაღი ორი ასაკობრივი ჯგუფის 50-60 ბავშვზე იქნება გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოხდება ეზოს კეთილმოწყობაც. მშენებლობაზე დასაქმებული ყველა ადგილობრივია.

სოფელ მერჯევში, ასევე მეორე მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს. არსებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება და რეაბილიტირებული შენობა სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. მერჯევის სკოლაში 152 მოსწავლე ირიცხება.

საბავშვო ბაღის მშენებლობას და სკოლის რეკონსტრუქციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

მსგავსი პოსტები