გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ გურჯაანში

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ გურჯაანში

  • 2020-12-03 12:46:05

2020 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოფელ გურჯაანში ე.წ. "ზემო წითელ" უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია განახორციელა.
გზის რეაბილიტაციაზე, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით დაფინანსდა, 90 000 ლარი დახარჯა.
საგზაო სამუშაოები, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა ამხანაგობა "გზამშენი 15" - მა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ გურჯაანში, მიმდინარე წელს, სამი შიდა საუბნო გზა რეაბილიტირდა, ერთი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები