გზის რეაბილიტაცი სოფელ ჭანდარში

გზის რეაბილიტაცი სოფელ ჭანდარში

  • 2020-12-04 21:39:32

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჭანდარში, "ირანელების" უბნის გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 310 მეტრი სიგრძის გზის მოასფალტება, ეზოებში შესასვლელების და რკინა-ბეტონის სანიღვრე არხის მოწყობა, რომელიც ლითონის ცხაურით დაიხურება. ამ ეტაპზე, აღნიშნულ გზაზე მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს.
გზის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა "გზამშენი 15" ასრულებს.

მსგავსი პოსტები