სოფელ აკურის ბაღის აღსაზრდელები სასწავლო პროცესს რეაბილიტირებულ ჯგუფში დაიწყებენ

სოფელ აკურის ბაღის აღსაზრდელები სასწავლო პროცესს რეაბილიტირებულ ჯგუფში დაიწყებენ

  • 2020-12-04 21:44:36

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
ბაღის აღსაზრდელები სასწავლო პროცესს უკვე განახლებულ, რეაბილიტირებულ ჯგუფში დაიწყებენ.
სამუშაოების ფარგლებში, ბაღს ახალი ჯგუფი დაემატა, რომელიც ბავშვების ოთახს, გასახდელს, საძინებელს და სველ წერტილებს მოიცავს.
პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 881 ლარით დაფინანსდა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს. ,,კ და გ,,-მ შეასრულა.

მსგავსი პოსტები