მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოვიდა

მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში შემოვიდა

  • 2020-12-07 12:03:43

შოკოლადის მწარმოებელ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კომპანიასთან Camille Bloch-თან მოლაპარაკებები საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, დასკვნით ფაზაზე 2020 წლის იანვარში გადავიდა - საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კომპანიის მფლობელ დანიელ ბლოხს შორის დავოსში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომპანია - Camille Bloch თხილის პლანტაციებს გააშენებს და და ნედლეულის გადამმუშავებელ ქარხანას შექმნის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების ფარგლებში.

2021 წლის იანვარში დაიწყება თხილის პლანტაციის პირველ 50 ჰექტარზე გაშენება, მთლიანობაში კი პროექტი 650 ჰექტარზე გაშენებულ პლანტაციებსა და ნედლეულის გადამმუშავებელ ქარხანას მოიცავს. პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 10 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს.

91-წლიანი ისტორიის მქონე შვეიცარიული კომპანია საქართველოში გაშენებულ თხილს ცნობილ ბრენდებში გამოიყენებს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციის მიმართულებით გუნდის ხელშეწყობით კომპანიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო შვეიცარიაში და შვეიცარიის საელჩო საქართველოში.

მსგავსი პოსტები