ბაღდათის მუნიციპალიტეტში ლურჯი მოცვი გაშენდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ლურჯი მოცვი გაშენდა

  • 2020-12-07 09:37:07

მიმდინარე წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან პროექტ "დანერგე მომავლში" მონაწილეობა 24-მა ბენეფიციარმა მიიღო, ამ ეტაპზე სოფელ ვარციხეში 13, 500 ძირი ლურჯი მოცვი10 ჰეკტარზე, ხოლო დიდველაში 3000 ძირი მოცვი 1 ჰექტარზე გაშენდა.

კენკროვანი კულტურის გაშენება ბაღდათის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სააგენტოს პროექტ "დანერგე მომავალი"-ს ფარგლებში ხორციელდა. პროექტი ითვალისწინებს კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენებისთვის საჭირო ნერგებს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვადასხვა მასალის შეძენისა და მოწყობის ღირებულების 100%-ით დაფინანსებას, 0.15ჰა-დან-0.5 ჰა-ს ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობებზე.

2021 წლისთვი ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან პროექტ "დანერგე მომავლში" მონაწილეობის სურვილი ამ ეტაპისთვის 15-მა ადგილობრივმა გამოთქვა.

მომდევნო წელს მუნიციპალიტეტს კენკროვანი ჯიშების სხვადსახვა სახეობის ( ლურჯი მოცვის, ჟოლოს და უეკლო მაყვლის) ბაღები შეემატება.

მსგავსი პოსტები