სოფელ ძლოურდანეთში მიმდინარე გზის რეკონსტრუქცია სრულდება

სოფელ ძლოურდანეთში მიმდინარე გზის რეკონსტრუქცია სრულდება

  • 2020-12-07 18:40:36

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლოურდანეთში, სადაც პირველად განხორციელდა გზის რეკონსტრუქცია, სარეაბილიტაციო სამუშაოები, დასრულების სტადიაშია.
პროექტის ფარგლებში, ბეტონის საფარით მოეწყო, გზის 3 კმ - იანი მონაკვეთი.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მილიონი ლარი იხარჯება. პროექტს, რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
მიმდინარე სამუშაოებს, ადგილზე გაეცნო ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე.
რეაბილიტირებული გზით, ყოველდღიურ რეჟიმში, 400 - მდე ადამიანი ისარგებლებს.
გზის რეკონსტრუქციაზე, სატენდერო ვალდებულების შესაბამისად "გზამშენი 15" მუშაობს.

მსგავსი პოსტები