ტყიბულში, თბილისის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

ტყიბულში, თბილისის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა

  • 2020-12-07 13:44:33

ტყიბულში, თბილისის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი დასრულდა.
მინი სტადიონის რეაბილიტაციას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით და მუნციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს ,,სტარტ +“ ახორცილებდა.
პროექტის ფარგლებში, სტადიონი შემოიღობა მავთულბადით, მოასფალტდა მოედანი, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარებები, ასევე მოეწყო გარე განათება.
პროექტის ბიუჯეტმა 28 548 ლარი შეადგინა. შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, თემურ ჩუბინიძე გაეცნო.

მსგავსი პოსტები