სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ქსელი ეწყობა

სოფელ შაუმიანში სასმელი წყლის ქსელი ეწყობა

  • 2020-12-07 18:51:42

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ შაუმიანში, სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოებს პირადად გაეცნო.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდგომ, სასმელი წყლით 3 200 მოსახლე მომარაგდება. სამუშაოები, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 644 432 ლარით დაფინანსდა და მისი დასრულება 2021 წლის ივლისის თვეში იგეგმება.

მსგავსი პოსტები