სიღნაღის მუნიციპალიტეტს კიდევ 2 სპორტული მოედანი შეემატა

სიღნაღის მუნიციპალიტეტს კიდევ 2 სპორტული მოედანი შეემატა

  • 2020-12-07 19:58:39

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის, ბოდბისხევისა და ზემო მაღაროს მოსახლეობას ახალი, მინი სპორტული მოედნებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.
ზემო მაღაროში სტადიონის რეაბილიტაცია რამოდენიმე დღის წინ დასრულდა. ბოდბისხევში კი სამუშაოები თვის ბოლომდე დამთავრდება.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდებოდა, საიდანაც ბოდბისხევის სტადიონისთვის 89.111 ხოლო, ზემო მაღაროს მოედნისთვის 104.334 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი პოსტები