ზესტაფონში, სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ზესტაფონში, სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

  • 2020-12-08 12:09:18

ზესტაფონში, სოფელ ილემის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

სოფელ ილემის ცენტრალური გზა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მეზობელი მუნიციპალიტეტის სოფლებიც სარგებლობენ, რეაბილიტაცია უტარდება.

საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები ბოლოს 80 - იან წლებში განხორციელდა. მის შემდეგ, ცენტრალურ გზაზე, ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები პირველად მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსებას, რეგიონული განვითარების ფონდი ახდენს. გზის რეაბილიტაციისთვის 471 975 ლარია გათვალისწინებული.

გზის განახლება, ბეტონის საფარით ხდება. სატენდერო ვალდებულებით, გზის რეაბილიტაციაზე "ალპედე" მუშაობს.

მას შემდეგ, რაც სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდება, როგორც ადგილობრივები, ასევე მეზობელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, პრობლემების გარეშე, დროის შემცირებულ მონაკვეთში შეძლებენ გადაადგილებას

მსგავსი პოსტები