მარნეულში კიდევ ორი სოფლის შიდა გზა რეაბილიტირდა

მარნეულში კიდევ ორი სოფლის შიდა გზა რეაბილიტირდა

  • 2020-12-08 14:09:18

მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ შულავერსა და იმირში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მასშტაბური სამუშაოები გატარდა.

გასულ თვეში, სოფელ შულავერში, 1 575 გრძივი მეტრის მოცულობის გზა მოასფალტდა. გზის კეთილმოწყობის სამუშაოები, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც 545 292 ლარი გამოიყო.

სოფლის შიდა გზის მოწესრიგების მიზნით, სამუშაოები დასრულდა სოფელ იმირშიც, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით რეაბილიტირდა 1 402 გრძივი მეტრის მოცულობის გზა.

დასრულებული პროექტები ადგილზე დაათვალიერა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად.

მსგავსი პოსტები