მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

  • 2020-12-08 14:12:00

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კილომეტრიანი (ხაიში-წინწყარო) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და მოსაცდელი პუნქტები.
მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა და საგზაო ნიშნების განთავსება.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით შპს „ქცია“ ახორციელებს.
პროექტის ჯამური ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 3 998 376 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შედეგად უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების პირობებით ისარგებლებს მიმდებარე სოფლების:მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, ქოსალარი, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკისა და ხაიშის მოსახლეობა. 

მსგავსი პოსტები