დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზა ინტენსიურად იწმინდება

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზა ინტენსიურად იწმინდება

  • 2020-12-08 23:22:21

თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა.

ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებს კომპანიის დირექტორი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.

მსგავსი პოსტები