ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის“

ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტი „ადამიანის უფლებები ყველასთვის“

  • 2020-12-09 15:27:29

ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში, ონლაინ კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ქალაქ ფოთის მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი დაესწრო.

კონფერენციაში ჩართული იყვნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში_კარლ ჰარცელი, ლუიზა ვინტონი_გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ვლადიმერ შკოლნიკოვი_გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში, ნინო ლომჯარია_სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მომუშავე სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა პაპასკირმა მუნიციპალიტეტის მიერ ადამიანის უფლებების დაცვის და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებსა და განხორციელებულ პროგრამებზე ისაუბრა.

კონფერენციაზე პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“-მიზნები და ამოცანები განიხილეს.

მსგავსი პოსტები