მინი სტადიონის რეაბილიტაცია ჭიათურაში

მინი სტადიონის რეაბილიტაცია ჭიათურაში

  • 2020-12-09 16:56:26

ჭიათურაში, ტაბიძის ქუჩაზე მინი სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო. ადგილზე ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,რომელსაც ჭიათურის მერი გივი მოდებაძე გაეცნო მოადგილესთან, დავით ბიწაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ლაშა გოცაძესთან ერთად. პროექტის თანახმად, სტადიონი შემოიღობება, ორ მხარეს ტრიბუნები მოეწყობა და გარე განათებია დამონტაჟდება. 
სტადიონის მოსაწყობად 117,998 ლარი იხარჯება და მას რეგიონული განვითარების ფონდი დააფინანსებს.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კაპიტალ +“ ახორციელებს. გივი მოდებაძის განცხადებით, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ახალგაზრდებში მისი პოპულარიზაცია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის მთავარი ამოცანაა.

მსგავსი პოსტები