თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 150 ოჯახს შეშა დაურიგდა

თერჯოლის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველ 150 ოჯახს შეშა დაურიგდა

  • 2020-12-10 17:43:30

„400 კუბური მეტრზე მეტი საშეშე მერქანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით შევიძინეთ. შეშა სახლებში მივუტანეთ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის მუნიციპალური ცენტრის დახმარებით. ზამთრის სეზონის დადგომამდე ყველა საჭიროების მქონე ოჯახი შეშით მომარაგდა,“ - აღნიშნა ლაშა გოგიაშვილმა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის დავალებით, საშეშე მერქნის დარიგება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის ზამთრის სეზონის მანძილზე გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები