ტყიბულში ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა

ტყიბულში ახალი ბაღის მშენებლობა დასრულდა

  • 2020-12-10 21:01:16

ტყიბულში, ახალი მე-4 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ახალი შენობა ყოფილი მე-4 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა.
50 ბავშვზე გათვლილი ორსართულიანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობისათვის, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 739 200 ლარი გამოიყო. შენობა და მიმდებარე ტერიტორია ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის ფარგლებში, განხორციელდა ეზოს კეთილმოწყობაც, გარე ფასადის შეღებვა, გათბობის სისტემის მონტაჟი და შიდა სივრცის რემონტი. ამჟამად მიმდინარეობს ბაღის შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა.
აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს წელს კიდევ ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება შეემატა. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ასევე განხორციელდა ქალაქის N2 და სოფელ გელათის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

მსგავსი პოსტები