გზის რეაბილიტაცია სოფელ გურჯაანში

გზის რეაბილიტაცია სოფელ გურჯაანში

  • 2020-12-10 11:12:39

სოფელ გურჯაანში, ქვემო წითელ უბანში, გზის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, მოასფალტდება შიდა საუბნო გზა, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხი. მნიშვნელოვანია, რომ ქვემო წითელ უბანში, საგზაო სამუშაოების დაწყებამდე შეიცვალა წყალმომარაგების ქსელი.აღნიშნული გზის რეაბილიტაციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს ..გუმბათი'' ასრულებს. პროექტზე 320 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს სოფელ გურჯაანში უკვე რეაბილიტირდა სამი შიდა საუბნო გზა.

მსგავსი პოსტები