თბილისის მერმა ვაშლიჯვრის დასახლებაში განახლებული სკვერი დაათვალიერა

თბილისის მერმა ვაშლიჯვრის დასახლებაში განახლებული სკვერი დაათვალიერა

  • 2020-12-09 19:47:29

საბურთალოს რაიონში, კერძოდ, ვაშლიჯვრის დასახლებაში, თოფურიძის ქუჩაზე 7000 კვ. მ ფართობზე განთავსებული სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ახლადრეაბილიტირებული სკვერი დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.

„აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში იყო მიტოვებული და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გახლდათ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ჩართულობით გაკეთდა ეს სკვერი, რომელიც დაახლოებით 7000 კვადრატულ მეტრზე არის განთავსებული. ამ სამუშაოების ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა საფარი, დაირგო ახალი ხე-მცენარეები, გაკეთდა აუზი, ბავშვებისთვის ატრაქციონების ზონა. ყველა თაობის ადამიანისთვის არის შესაბამისი სივრცე; არის საფეხბურთო მოედანი, რომელიც რეაბილიტირდა. ასევე დამონტაჟდა ახალი ლედ სანათები. ხედავთ, რომ ირგლივ ბევრი ადამიანი ცხოვრობს. სასიამოვნოა, რომ ეს იქნება სივრცე, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს აქ მცხოვრები მოსახლეობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდა ატრაქციონები, მოეწყო ფიტნეს ზონა, დაიგო საფეხმავლო ბილიკი, დამონტაჟდა ლედ სანათები, განთავსდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, მათ შორის, იაპონური სტილის საჩრდილობლები. გარდა ამისა, მოეწყო აუზი და მასზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდი, ასევე, დაირგო ხე-მცენარეები.

სკვერის სარებილიტაციო სამუშაოები კომპანია „ტაომ“ განახორციელა. პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 692 249 ლარი დაიხარჯა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მსგავსი პოსტები