ნათია თურნავა: კერძო ბაღებს, ისევე როგორც პანდემიით დაზარალებულ სხვა ბიზნესებს, სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით

ნათია თურნავა: კერძო ბაღებს, ისევე როგორც პანდემიით დაზარალებულ სხვა ბიზნესებს, სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით

  • 2020-12-10 21:06:47

„კერძო ბაღებს, ისევე როგორც პანდემიით დაზარალებულ სხვა ბიზნესებს, სხვადასხვა მიმართულებით დავეხმარებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ კერძო ბაღების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით შეხვდა.

შეხვედრაზე განხილული იქნა სექტორში პანდემიის გამო არსებული პრობლემები. მინისტრის თქმით, ეს არის საკმაოდ დაზარალებული სფერო, რადგან ერთ-ერთი პირველი მოყვა შეზღუდვებში, რაც განპირობებული იყო ეპიდემიოლოგიური ვითარებით. მათ აქვთ ისეთი პრობლემები, რომელიც მსგავსია სხვა ბიზნესების პრობლემებთან - მათ შორის არის ბანკის სესხები და პროცენტების გადახდა, საიჯარო ქირის გადახდა და პრობლემები გადასახადებთან დაკავშირებით.

“ჩვენ მზად ვართ გვერდში ამოვუდგეთ მათ, ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს სექტორიც ჩავრთოთ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში და დავეხმაროთ ბანკებთან კომუნიკაციაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ოპტიმისტურად უყურებენ მომავალს და დიდი იმედი აქვთ, რომ როგორც კი მოწესრიგდება ეპიდვითარება, ექნებათ მუშაობის დაწყების შესაძლებლობა.

მსგავსი პოსტები