მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე  429 საწარმო უკვე სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე 429 საწარმო უკვე სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით

  • 2020-12-11 21:44:25

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე უკვე 429 საწარმო სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით.10 წლის ვადით:

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე იურიდიული პირები თავისუფლდებიან ქონების და მოგების გადასახადისგან;

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები თავისუფლდებიან ქონებისა და საშემოსავლო გადასახადისგან.

ამოქმედდა ახალი პროექტი – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“, რომლის ფარგლებშიც, ყველა მხარდამჭერი პროგრამა მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. მათ, ვისაც სურვილი აქვს გახდეს მეწარმე ან ფერმერი, სახელმწიფო პროგრამებზე ინფორმაცია შეუძლია მიიღოს უკვე ერთ სივრცეში, ერთი ფანჯრის პრინციპით. მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში, ასევე მოქმედებს გაერთიანებული ელექტრონული პორტალი – https://programs.gov.ge/ .

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამებს ფარგლებში გაიხსნა 19 ახალი საწარმო, ასევე 21 კოოპერაციული საწარმო.

დაფინანსდა ათასობით პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

მთაში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერისა და მაღალმთიან დასახლებებში განხორციელებული პროექტების შესახებ ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/0666e

მსგავსი პოსტები