რუსთავის მუნიციპალიტეტს, მრავალშვილიანი ოჯახების ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საკვები პროდუქტები გადაეცა

რუსთავის მუნიციპალიტეტს, მრავალშვილიანი ოჯახების ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის საკვები პროდუქტები გადაეცა

  • 2020-12-11 21:57:17

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კომპანია „ფაინ თრი ინთერნეიშენალის” აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი ბერიძეს შეხვდნენ.

ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებებისა და საკონდიტრო ნაწარმის სადისტრიბუციო კომპანიამ რუსთავის მუნიციპალიტეტს, მრავალშვილიანი ოჯახების ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ,,ჰუმანას“ და ,,ბალსენის” საკვები პროდუქტები გადასცა.

სოციალური აქტივობის ფარგლებში, დახმარებას 156 ბავშვი, სულ 45 მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.

სახელმწიფო რწმუნებულმა და რუსთავის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ პანდემიის პირობებში, მოქალაქეთა დახმარების პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით დასაფასებელი და მნიშვნელოვანია.

პანდემიის პერიოდში, კომპანია ,,ფაინ თრი ინთერნეიშენალმა“ რუსთავში, სოციალური აქტივობა უკვე მეორედ განახორციელა.

მსგავსი პოსტები